Поиск в словарях
Искать во всех

Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - მახვილი

 

Перевод с грузинского языка მახვილი на русский

მახვილი

I. მკვეთრი საჭურველი (ფსალ. 36, 14 და შემდგომი; ლუკ. 22:36, 49, 52), меч; სახენი ამისნი: დანა, სატევარი, ხანჯალი და სხ. (ნახე ლექსსა თანა ხრმალი).

I. მახვილი

იხმარების ზედშესრულადცა და ჰნიშნავს მკვეთრსა, მჭრელსა, გამჭრიახსა. მაგალითად: თვალი მახვილი, ანუ ხედვა მახვილი, სმენამახვილი, გონებამახვილი და სხ., вострый.

I. მახვილი

ნიშანი პროსოდიისა, რომელთაცა მარცვალთა ზედა ლექსისათა ამაღლდების ხმა, რომელია ('), ударение в правописание. შეისწავე, რამეთუ ქართულსა ენასა შინა ორმარცულოვანთა და სამმარცულოვანთა ლექსთა შორის პირველსა ზედა მარცვალსა ამაღლდების ხმა. მაგალითად: კ'აცი, მდ'ინარე, ხოლო ოთხმარცულოვანთა და უმეტესთა შორის ამაღლება ხმისა იქნების დაბოლოვებითგან მესამესა ზედა მარცვალსა. მაგალითად: კაც'ისაგან, მდინ'არისა, მდინარ'ისაგან, დ'იდება, დიდ'ებული, დიდებ'ულება, დიდებულ'ებითა, დიდებულებ'ითითა და სხ. ცნობა ამისი ფრიად სახმარ არს შეთხზვასა შინა ლექსთა, ანუ სტიხთასა, რომელსა ეწოდების პოეზია. ხოლო განმარტება ამისი ეკუთნვის ნაწილსა ღრამმატიკისასა, რომელია პროსოდია ანუ ლექსთგამოღება და მოკლედ ჯერ არს შესწავება, ვითარმედ სტიხთა შინა ორნი და სამნი ლექსნი შეერთდებიან ესრეთ, ვითა რთულნი, ანუ ერთი ლექსი მრავალმარცულოვანი დაიდების, ვითა განყოფილი მიხედვითა ხმის ამაღლებისათა. საზომი ამათი ადვილად განისაზღურების ყურადღებითითა წარკითხვითა ძველთა მესტიხეთა წიგნთათა, მაგალითად: რო˘მე˘ლმაˉნ შე˘ჰქმნა˘ საˉმყა˘რო˘ ძაˉლი˘თა მი˘თ ძლი˘ეˉრი˘თაˉ.

Рейтинг статьи:
Комментарии:

См. в других словарях

1.
  1) острый2) меч3) грам. ударение ...
Грузинско-русский словарь

Вопрос-ответ:

Ссылка для сайта или блога:
Ссылка для форума (bb-код):

Самые популярные термины